Ana Chkheidze's Slidely by Slidely Slideshow
12.04.13
ისევ აივანზე ვართ. კარგი ამინდია,მე მომწონს… მოდის ჩემი პატრონი და მეფერება, ჩემებს ძინავთ, მალე გაიღვიძებენ და ერთად შევჭამთ, მაგრამ რომ მშია?! ნუუუ არა უშავს, ცოტა მოვითმენ, თორემ ეს ღიპუცა ხელს შემიშლის მერე სიარულის დაწყებაში. ოჰოო! მგონი ჩემს პატრონს სადღაც მივყავარ, კარგია… დედას გავაღვიძებ, შევჭამ და ისე წავყვები, რა იცი რა ხდება!..აჰა, ყუთში ჩამსვა და ისე მფუთავს, გეგონებათ საჩუქარი ვიყო. ნეტა, სად მივდივართ? რა მაგარია,დღეს ჩემი პირველი გასეირნებაა, ისე მომწონს ქუჩაში ყოფნა, რომ გავიზრდები სულ ეზოში ვირბენ. ვა, ეს ვინ არის? ეტყობა პატრონის ნაცნობია, ესენი რამდენს ილაპარაკებეეეეენ, აუუ, იმედია, არ დავავიწყდები... ეეე, მოიცა, ეს რა არის? დიდი და თეთრი სახლია,ოღონდ ჩვენსას არ გავს, ნეტა, შიგ რა ხდება? კიდევ კარგი, დაამთავრა ლაპარაკი, ახლა დავიძრებით...ოჰოო, იმ თეთრ სახლში მივდივართ! აუუ, რა ხმაურია, რა არის ეს?! რამდენი ბავშვები არიან, ნეტა, რა ხდება? კიბეებზე ავდივართ... რა მაგარი რაღაცაა,ეს პატრულის ფორმიანი ხალხი ვინ არიან ნეტა? ციხეში მოვედით მგონი...აუუუ, არ მინდა აქ,იმედია, არ დამტოვებს. აჰა, მომხსნა ცელოფანი, ეეე ესენი ვინ არიან? რამდენი ხართ ან რა გინდათ? მეძინება მე, გამანებეთ თავი!!! ეეე, დამსვი, დამსვი, არ გაგივარდეეე!!! რაოოო?! დავტოვოთოო, ახლა თუ არ ვუშველე თავს, მგონი ესენი გამჭყლეტენ!.. პატრონოო, წამიყვანეეეე!.. ჰიი, მაგარია, ყუთში ჩამსვა, იმედია, წავალთ! აუუუ, მგონი სკოლაში ვარ, რომ გავიზრდები მეც აქ უნდა ვიარო?!. დედას ვკითხავ თუ არ დამავიწყდა!!! ვაშააა, სახლში მივდივართ, აჰა, ჩვენი კიბეებიც, ახლა ავალთ და კარგად წავუძინებ, მანამდე შევჭამ, დიეტა არა ის, პატარა ვარ ჯერ. აი, მეც მოვედიი! ამათ უკვე უჭამიათ, იმედია, ჩემთვისაც დატოვეს რამე! ახლა უნდა დავიძინო, ძალიან დავიღალე, პირდაპირ შოკში ვარ!..
Комментариев нет:
Отправить комментарий